“ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო !!!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ადვოკატი ლევან ჭელიძე წერს.
გუშნინ, 5 აპრილს ქუთაისის მერიის შენობაში “ქუთაისი თუდეის” რედაქტორმა მერის კაბინეტთან შიმშილობა გამოაცხადა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ის შენობიდან იძულებით გაიყვანა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტს ბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო გამოიძახეს და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუბა ჩივაძემ მერთან შესვლას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, მერიის დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173-ე მუხლი წარუდგინეს, რაც პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.