მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილი ბრიფინგი იგეგმებოდა, ადგილზე მყოფი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ და ტელეკომპანია “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები აღმართეს.
შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “თბილისი პრაიდის” კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.
შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.
რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.
“ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ის რამდენიმე დღის განმავლობაში “ნიუ ჰოსპიტალსში” მკურნალობდა.
11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.










