“რაც გუშინ მოსკოვში მოხდა იმაში, ცხადია, პუტინიც და სხვა ნაძირლებიც მხოლოდ სხვის დადანაშაულებას ცდილობენ. მათ ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდები აქვთ. ეს უკვე მოხდა – იყო აფეთქებული სახლები, სროლები და ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს.
ისინი მოვიდნენ უკრაინაში, წვავენ ჩვენს ქალაქებს და ცდილობენ უკრაინას დააბრალონ. ეს ყველაფერი გუშინ მოხდა და ეს უღირსი პუტინი იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებს შეხვედროდა, ერთი დღე დუმდა, ფიქრობდა როგორ დაებრალებინა ეს უკრაინისთვის, ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია…მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილად იცავს სიცოცხლეს!” -აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი










