წყალტუბოში პროექტის „ დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. პროექტში 21 ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებმაც მედიაწიგნიერებასთან , დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასა და დემოკრატიული ღირებულებების თემებთან დაკავშირებულ 10 ვოქშოპში მიიღეს მონაწილეობა. ვორქშოპები OWIS მეთოდოლოგიას ეყდნობოდა, რაც დოკუმენეტური ფილმების ნახვას მის ირგვლივ დისკუსიას, ასევე სავარჯიშების მეშვეობით მედიაწიგნიერების უნარების გამომუშავებას გულისხმობს. პროექტი „ დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ უკვე ორი წელია , რაც მიმდინარეობს. იგი 4 რეგიონს სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლს, იმერეთსა და სამეგრელოს მოიცავს . პროექტს საქართველოში „ფიფოლ ინ ნიდი“ სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების მეშვეობით ჩეხეთის საგაეო საქმეთა სამინისტროსა და უსაიდ-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს . წყალტუბოში პროექტს წყალტუბოს განავითარების ჯგუფის კურირებს.
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...








