“სამწუხაროდ გარდაიცვალა წუხელ გლოვოს კურიერი. პრიუსს მოუცურდა და და დაეჯახა” – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
როგორც კომენტარებში წერენ “პრიუსის” მოდელის ავტომობილს საბურავი გაუსკდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მოპედს შეეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა 28 სექტემბერს თბილისში მოხდა.