მთავრობის მეთაურის თქმით, სახალხო დამცველის მიმართ, როგორც ინსტიტუტის მიმართ, ზოგადად, ყველა ქვეყანაში არსებობს ნდობა უცხოეთიდან.
“იმ დროს, როდესაც ქალბატონი ლომჯარია აირჩიეს ომბუდსმენად, მე არ ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ვიცი, გუნდის წევრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ შეგნებულად მოხდა ასეთი კანდიდატის შერჩევა.
ზოგადად, ამ ინსტიტუტის მიმართ, მოგეხსენებათ, რომ ამერიკას, ევროპის ქვეყნებს, აქვთ ზოგადი მიდგომა და დამოკიდებულება არის ერთგვარი, რომ ზოგადად, ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს.
აქ ინდივიდებზე არ არის საუბარი, ზოგადად, ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება.
რა თქმა უნდა, შეიძლება ცალკე განხილვის საგანი იყოს ამა თუ იმ ომბუდსმენის მიკერძოებული განცხადებები თუ ქმედებები, რაც ცალკე განსჯის საგანი შეიძლება გახდეს.
ამ შემთხვევაში, მე გავიზიარებდი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს და ვიტყოდი, რომ ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.










