ინგლისის პრემიერ ლიგის სამი კლუბი “ვესტ ჰემ იუნაიტედი”, “ევერტონი” და საუთჰემპტონი” ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება. უყურადღებოდ არ დარჩენილა 21-წლის შემტევის შედეგიანობა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, პირველ რიგში გამოსარჩევია დუბლი შვედეთთან.
შეგახსენებთ, “წითელ-მწვანეების” 21-ნომერმა მიმდინარე სეზონში მოასწრო 15 შეხვედრის ჩატარება, ერთი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის განხორციელება.










