დღეს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან – სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან. საუბარია ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ ჯგუფებში არ მონაწილეობ.
“ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
მედიის თავისუფლება და დეოლიგარქიზაცია – ეს საკითხები სახელდება მესამე სექტორთან დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის მთავარ განსახილველ თემებად.
“შეხვედრა ეხება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხებს. სრულიად საქართველოს პოლიტიკური სპექტრია იქ წარმოდგენილი, “ქართული ოცნება” არ მოდის, მე როგორც ვიცი, ის მოწვეულია.
მე როგორც მაქვს ინფორმაცია, იქნება პრეზიდენტიც. არ შეიძლება ევროპაში ინტეგრაცია იყოს რომელიმე პარტიის პრიორიტეტი, ამას სჭირდება საერთო თანხმობა და ცუდია, რომ ამ ფორმატებში არ მონაწილეობს “ქართული ოცნება”, მათ არ სჭირდებათ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი, მათ არ სჭირდებათ პოლარიზების დასრულება, მათ არ უნდათ დეოლიგარქიზაცია, მათ არ უნდათ დამოუკიდებელი სასამართლო,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი, პაატა მანჯგალაძე.










