საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით, ევროკავშირს განცხადებით მიმართა.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.










