მადრიდის “რეალი” უკვე დიდი ხანია “პარი სენ ჟერმენის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მიმართ იჩენს ინტერესს. წარსულში “რეალმა” პოჩეტინოს ხელში ჩაგდება მინიმუმ სამჯერ სცადა. პირველად ეს 2017 წელს მოხდა. აგრეთვე, კლუბი მისდამი ინტერესს 2021 წლის იანვარში და გასულ ზაფხულსაც იჩენდა.
მადრიდული გრანდი ამჟამად ლა ლიგაში პირველ ადგილს იკავებს, ესპანეთის სუპერთასი მოიგო, კოპა დელ რეის გამოეთიშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალშია გასული, სადაც “პსჟ”-ს დაუპირისპირდება.










