LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პოლონეთში ოთხ წლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს გოგო, რომელიც კაცს ბეღელში ჰყავდა დამწყვდეული და აწამებდა

პოლონეთში ოთხ წლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს გოგო, რომელიც კაცს ბეღელში ჰყავდა დამწყვდეული და აწამებდა

დაპოსტა 2024/09/05-ში
A A
507
ნახვა
გაზიარება

25 წლის გოგონამ, სახელად მალგოჟატმა, გაცნობის საიტზე 35 წლის მატეუში გაიცნო. საუბარი დაიწყეს, ერთმანეთთან კომუნიკაცია მოეწონათ. შემდეგ მამაკაცმა გოგონა სახლში დაპატიჟა და ისიც დასთანხმდა, თუმცა იმ დღის მერე ახალგაზრდა ქალი აღარავის უნახავს და როგორც ცნობილია, არც არავის მოუკითხავს. შემთხვევა პოლონეთში, სოფელ ჰაიკიში მოხდა.

მას შემდეგ, რაც გოგონა მასთან მივიდა, მამაკაცმა ის ქვის ბეღელში შეიყვანა, სადაც ადრე ღორები ცხოვრობდნენ. ქვის პატარა შენობა სახლის ეზოს მოპირდაპირე მხარეს იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა. მატეუში კი საკუთარ ტყვესთან ფანრით ყოველ ღამე მიდიოდა, აუპატიურებდა და დილით სახლში ბრუნდებოდა. ახალგაზრდა ქალის წამება 4 წელი გაგრძელდა.

ქალს მინიმალური ოდენობის საკვებს აძლევდა, დანარჩენს არაფერს. არც ჰიგიენურ საშუალებებს, არც სამოსს. ღამღამობით ზოგჯერ გარეთაც გამოჰყავდა, თუმცა თუ გოგონა ხმას ამოიღებდა, მოკვლით ემუქრებოდა.

მალგოჟატი მალევე დაორსულდა. როდესაც მშობიარობის დრო მოვიდა, მატეუშმა ქალი უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანა და აიძულა, მშობიარობის შემდეგ ბავშვზე უარი ეთქვა. მალგოჟატი იმდენად იყო დაშინებული, რომ ექიმებს დახმარებაც ვერ სთხოვა.

„ექიმებს სიმართლე ვერ ვუთხარი. მეშინოდა… მემუქრებოდა, თუ ვიჩივლებდი, უარესს დამმართებდა”, – განუცხადა დაზარალებულმა უცხოურ გამოცემას

გოგონა საავადმყოფოში კიდევ რამდენჯერმე მოხვდა, მათ შორის, სასქესო ორგანოების დაზიანების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევით, მკლავის ტრავმით, ლიმფური კვანძების დაზიანებითა და ჩალურჯებებით.

როგორც ცნობილია, საშინელი დანაშაულის შესახებ არც მატეუშის მშობლებმა იცოდნენ. დამნაშავის დედა მომხდარით შოკირებულია და ამბობს, რომ შვილისთვის მსგავსი არაფერი შეუტყვია. ქალი იხსენებს იმასაც, რომ მატეუშს საკუთარი მეგობარი გოგონები სახლში მიჰყავდა და მშობლებს აცნობდა.

ზაფხულის ბოლო დღეებში გოგონა მხრის მოტეხილობით საავადმყოფოში ისევ აღმოჩნდა. ამჯერად მან გადაწყვიტა, ექიმებისათვის ყველაფერი მოეყოლა და მათაც პოლიცია გამოიძახეს. მალე სამართალდამცავები სოფელ ჰაიკიში ჩავიდნენ, ბეღელი შეამოწმეს და ყველაფერი ნახეს.

ახლა მატეუში დაკავებულია. მას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება203

დაკავშირებული -პოსტები

გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ – საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ – საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა
მთავარი

გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ - საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა - ინფორმაციას ნოდარ ჩაჩანიძე ავრცელებს. "ძალიან მძიმე ამბავი მოხდა გუშინ ჭიათურაში... სოფელ შუქრუთიდან რამდენიმე ადამიანი...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან პენსია იზრდება

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული. „ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 და მთავრობის ვალი 31,6, რაც სამეზობლოში და ევროპაშიც...

დაწვრილებითDetails

რუსი კაცი, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღიან პატიმრობაში გაუშვეს – მას ქვეყნიდანაც გააძევებენ

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
მთავარი

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიან პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ციხის დატოვების შემდეგ  ალექსანდრე პოპოვს ქვეყნოდან გააძევებენ. თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ბანკი ხსნის თუ რატომ მკაცდება სესხების გაცემის წესი

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესის ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
თბილისში ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა  ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელწმიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და...

დაწვრილებითDetails

რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
მთავარი

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლოს წინაშე დაახლოებით ერთი საათსის წინაშე წარსდგება. პროცესზე მივა თეონა გოლაძე, ქალი რომელმაც ვიდეო-კადრები გადაიღო. ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების გამო ალექსანდრე პოპოვს...

დაწვრილებითDetails

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მთავარი

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს  თიბისის ბარათებით  გადაიხდიან,...

დაწვრილებითDetails

სესხების გაცემის წესი მკაცრდება

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება
ეკონომიკა

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) განსაზღვრისას გამოყენებული შემოსავლის ზღვარი. დღეს მოქმედი წესით, სესხის მომსახურების...

დაწვრილებითDetails

“მინგრევენ ცხოვრებას” – რა თქვა სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა?

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
“მინგრევენ ცხოვრებას” – რა თქვა სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა?
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს თელავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა შველიძემ სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის ბრალს არ აღიარებს და...

დაწვრილებითDetails

ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
ბათუმში მე-16 სართულიდან ლიფტის მოწყვეტას მსხვერპლი მოჰყვა
მთავარი

სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს - მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა. "ყველანი გაწერილია, არცერთთან არ იყო სერიოზული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"