აქციის 18 წლის მონაწილე, რომლის დაკავების შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დილით გამოაქვეყნა, ადვოკატმა უკვე მოინახულა. მას პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან.
დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით დაესხა თავს. დაკავებული უკვე მოინახულა ადვოკატმა.
ჯამში, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალი საპროტესტო აქციების მონაწილე 18 პირს ედება.










