ქუთაისში გუშინ გამართულ აქციაზე , პროტესტის მონაწილეებმა დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ბანერი მიიტანეს. ქუთაისელმა ბანერი სამართალდამცველებს აჩვენეს.
მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდეს, აიღონ პასუხისმგებლობა სისტემის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან მოქალაქეებს.
“პოლიციელებო, გრცხვენოდეთ, აქციაზე მყოფ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს თქვენი თანამშრომლები სასტიკად უსწორდებიან”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.










