LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

დაპოსტა 2024/08/21-ში
26
ნახვა
გაზიარება

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 8 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ნ. და 1985 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 4 მჭიდი და 32 ვაზნა ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული გ.რ. თბილისში დააკავეს.სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ო. დააკავეს. პოლიციამ გ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გ.ყ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი – 1987 წელს დაბადებული შ.ლ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა.

ამავე დეპარტამენტის ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ნ.ტ. დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად პისტოლეტი ამოიღო.

დანაშაული 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთის რეგიონში მერებმა, საკრებულოს წევრებმა და საჯარო მოხელეებმა „რა? სად? როდის?“ ითამაშეს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

იმერეთის რეგიონში მერებმა, საკრებულოს წევრებმა და საჯარო მოხელეებმა „რა? სად? როდის?“ ითამაშეს - ინფორმაციას იმერეთის მხარე ავრცელებს. მათი ცნობით  რეგიონის მასშტაბით საჯარო მოხელეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“ დაიწყო...

დაწვრილებითDetails

ინფორმაცია მათთვის, ვინც სესხის აღებას გეგმავს – ახალი რეგულაცია ამოქმედდა

ნოემბერი 26, 2026
0
@?FFKM.3
მთავარი

2027 წლის პირველი თებერვლიდან 1.5 მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მიიღეს. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ....

დაწვრილებითDetails

თბილისში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

თბილისში, ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახლობლების ცნობით, ბიჭი სახლიდან, დღეს, 12:00 საათზე გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „დაიკარგა 12 წლის ბავშვი ვაზიანში! სახლიდან გავიდა 12:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ვერძი  ოჯახურ და პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გმართებთ. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. მოერიდეთ ემოციურ დაპირისპირებას და დაუფიქრებელ ხარჯებს. კურო  წარმატებული დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა სასიამოვნო ფინანსური სიახლე...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ნოემბერი 26, 2026
0
ვიდეო

26 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +12 და ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის...

დაწვრილებითDetails

” 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე”- სალომე ზურაბიშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს იქ დგომით განაცხადს, რომ არ შეეგუა იმას, რაც ამ ორი წლის...

დაწვრილებითDetails

“მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი…”-მოკლული მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ  პროვოკაცია მოუწყო. ეკა კუპატაძის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ნია იმნაძის...

დაწვრილებითDetails

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162...

დაწვრილებითDetails

გრამი ოქროს ფასი შეიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასები კვლავ ეცემა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულება 3 530 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ღირებულების 0.97%-იან ვარდნას წარმოადგენს. იაფდება ვერცხლიც. ამ დროისთვის 1...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».