“ნიკუშ გილოცავ დაბადების დღეს არშეუსრულებელ 30 წელსარმჯერა ნიკუშ რომ ასე მოხდა …ხანდახან მგონია რომ ცუდი სიზმარია ეს ყველაფერი
უფალს ვთხოვ სულ რომ ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროსმე მინდა ვიცხოვრო ისე რომ შენამდე მოვიდე წლების შემდეგ
მე და ჩვენი შვილები სულ ვიამაყებთ შენით წიეახლა ძალიან ბევრს დავწერდი აქ მაგრამ დილით მოგაკითხავ და იქ გეტყვი ყველაფერს
” – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პოეტის ნიკა კვესელვას მეუღლე.
ქუთაისელი პოეტი ნიკა კვესელავა დღეს 30 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრები და მეგობრები მარტვილში, მის საფლავზე იმყოფებობდნენ.
პოეტის ხსოვნის საპატივცემულოდ გუშინ “ნიღბების თეატრში” პოეზიის საღამო გაიმართა. ნიკა კვესელავას მეგობრებმა და მისი შემოქმედების ქომაგებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს. საღამოს ფარგლებში ახალგაზრდა პოეტებმა საზოგადობას ის ლექსებიც გააცნეს, რომლებიც მათ გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნეს.
პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.
ცნობისთვის, პოეტი ნიკა კვესელავა 29 წლის ასაკში 2020 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა.








