LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა – რას ყვება მიხეილ სააკაშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუში

დაპოსტა 2021/10/14-ში
A A
180
ნახვა
გაზიარება

ექსკლუზიური ინტერვიუს მიხეილ სააკაშვილთან ,,მთავარი” არხი ავრცელებს – ციხის საკანში გამოკეტილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რომელიც მე-13 დღეა შიმშილობს, “მთავარი არხის” შეკითხვებს პასუხობს.

 

მიხეილ სააკაშვილს ყველა აქტუალურ თემაზე, განსაკუთრებით კი მის საქართველოში ჩამოსვლაზე, პატიმრობასა და პოლიტიკურ გეგმებზე, შეკითხვებით ჩვენმა ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა მიმართა.

 

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან:

1. თქვენი საქართველოში ჩამოსვლის ისტორია დიდი დაბრუნების ისტორიაა, რადგან მხოლოდ დიდ დაბრუნებას შეუძლია, ასე ელვისებურად შეცვალოს რეალობა. თქვენი საქართველოში ჩამოსვლა ეს იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელმაც იგრძნო, რომ პოლიტიკურ პროცესებს მისი მონაწილეობა სჭირდებოდა, თუ ეს იყო სამშობლოს მონატრებით დაღლილი მიხეილ სააკაშვილის ემოციური და გულის კარნახით გადადგმული ნაბიჯი?

 

პირველი, ეს იყო დაუძლეველი, უსაზღვრო მონატრება. ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველოს სხვადასხვა ადგილები, პეკინის ქუჩა, ჩემი სადარბაზო, რუსთაველი, ვერა და 51-ე სკოლა, პირველი ექსპერიმენტული სკოლა, ბორჯომი, ბათუმი, ანაკლია, გაგრა… მეორე, ეს იყო რაციონალური, დიდი ხნის დიდი ხნის ნაფიქრი დასკვნა, როცა ვუყურებ დემოგრაფიას, გეოპოლიტიკას, შიდა ინსტიტუციების ჩამოშლას და ვფიქრობ, რომ ამ ხაზის მიღმა უკვე ისეთ ზონაში გადავდიოდით, რომ ამ ხაზიდან მობრუნება შეუძლებელი იქნება…

 

2. რამდენი ხანი ემზადებოდით ჩამოსვლისთვის? მესმის, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს ვერ გვეტყვით, მაგრამ რისი მოყოლაც შეგიძლიათ, მოგივიყევით როგორ აღმოჩნდით საქართველოში. იყო თუ არა ეს დიდი რისკი და დისკომფორტი, რამდენად დიდი გზა გაიარეთ, რისი გეშინოდათ?

 

ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ.

 

3. ყველა, ვისაც თქვენი უკრაინაში დაბრუნება უნახავს, საქართველოში თქვენი ჩამოსვლაც დაახლოებით ასე წარმოედგინა – საზღვრის დემონსტრაციულად გადმოკვეთა, მხარდამჭერებით გარშემორტყმული სააკაშვილი, ხმაური და ერთგვარი პოლიტიკური შოუ. თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ფარულად და უხმაუროდ, რატომ? ხომ არ გარისკეთ? თქვენ ხომ იცოდით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ პოლიტიკიდან არ წავიდა და დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნდა… თქვენს ჩამოსვლას ზვიად გამსახურდიას დაბრუნებას ადარებენ, თავად თუ ხედავთ ამ პარალელს?

 

იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის.

 

4. ბათუმში გადაღებულმა თქვენმა ვიდეომიმართვამ საქართველოს პოლიტიკური აწმყო შეცვალა. ჩანს, რომ ამ ვიდეოს გასაჯაროებამდე “ოცნების” ხელისუფლებას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და თქვენი ძებნა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. რატომ გადაწყვიტეთ ამ ჩანაწერის გასაჯაროება პირველში? რატომ არა, მაგალითად, არჩევნების დღეს, რაც შეიძლებოდა, კიდევ უფრო დამაბნეველი ყოფილიყო ხელისუფლებისთვის? შეუძლებელია, არ გცოდნოდათ, რომ ადრე თუ გვიან დაგიჭერდნენ და შეუძლებელია არ გეფიქრათ ამაზე.

 

როდესაც გავასაჯაროვე, ვიცოდი, რომ კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებით სწრაფად გვიპოვიდნენ. იმიტომ რომ ყველაზე ბევრი კამერა სწორედ იმ ადგილში დგას, სადაც ვიდეოებს ვიღებდი.

 

5. იმ 3 თუ 4 დღეში რისი ნახვა მოასწარით, სად იყავით?

 

ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი.

 

6. თქვენი ქვეყანაში დაბრუნების ხელშეწყობისთვის უკვე სამ ადამიანს მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა. რას ეტყვით მათ და მათ ოჯახებს?

 

ეს ხალხი არის დიდი უსამართლობის მსხვერპლი და მალე იქნებიან გარეთ. ასეთ ხალხზე დგას ეს ქვეყანა.

 

7. რა განცდაა, როცა დედა და შვილები გისოსებს მიღმა გხედავენ?

 

ძალიან თბილი შეხვედრა იყო, რეალურად – თანამებრძოლების.

 

8. რას ნიშნავს სააკაშვილი ციხეში? თვლით თუ არა რომ თქვენ, როგორც რუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგე და წარმატებული პოლიტიკოსი თუ ციხეს მალე დატოვებთ, ეს მაგალითი და საფრთხე იქნება რუსეთისთვის, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული ძალების გაძლიერების კუთხით… და თუ ივანიშვილი რუსული ოცნებების შემსრულებელია, ამ მიზეზებით მან ხომ შეიძლება დიდხანს არ გამოგიშვათ საპატიმროდან?

 

კი, მიმაჩნია, რომ ჩემზე საქმეების აღძვრა მოხდა ოდესაში გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ. სწორედ კრემლიდან დაკვეთით. მოსკოვი ძალიან გაღიზიანებული იყო იმით, რომ მათთვის სუპერ სტრატეგიული იყო ოდესის ოლქი და მე მათ გზაზე დიდ დაბრკოლებად ვიქეცი. ახლა თუ ქართველი ხალხი იქნება აქტიური, მოსკოვი ვეტოს ვერ დაადებს ჩემს გათავისუფლებას.

Mtavari.tv

გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა
მთავარი

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალცბურ­გში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ბან­კმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა - მათ ფული უკან და­აბ­რუ­ნეს: "12 000 ევრო მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ბან­კში მო­ე­ცათ. დაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მოგ­ვა­ტა­ნეს.მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"