ჟურნლაისტი ლაშა ბერულავა ენგურის ხიდზე, ზუგდიდის რაიონში მდებარე საქართველოს შსს-ს ბოლო პოსტის პოლიციელებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს რომ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გადამსვლელ დევნილებს პოლიციელი უხეშად და აგდებულად ექცევიან. ლაშა ბერულავა დევნილების მონათხორებებსაც აქვეყნებს. ჟურნალისტი ასევე პოლიციელების საქციელთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერების გამოქვეუნებას გეგმავს.
პოსტს უცვლელეად გთავაზობთ:
“ახლა, რაც შეეხება ენგურის ხიდთან, ზუგდიდის რაიონში მდებარე საქართველოს შსს-ს ბოლო პოსტის პოლიციელებს:
ბიჭებო და გოგოებო, თქვენ შემთხვევით, თვალში ხომ არ გეპატარავებათ ეს ათას ჭირ-ვარამგამოვლილი და გამწარებული, გაუბედურებული აფხაზეთიდან დევნილები?
ისეთებს ჰყვებიან თქვენს ქცევებზე და მათ მიმართ დამოკიდებულებაზე, თმები ყალყზე დაგიდგება კაცს და წესით, ეს პოსტი უნდა იყოს თქვენთვის სამადლობელი, მით უმეტეს ამ უმძიმეს დღეებში, როცა მთელი საქართველო შეძრულია საბერიოში დატრიალებული ტრაგედიით და პირიქით რატომ ხდება?რა აგივარდათ თავში?“ძალიან უხეშად გვექცევიან, ვინც იქეთ ვაპირებთ გადასვლას, ისედაც დაძაბულები ვართ ამ მისვლა-მოსვლით და როცა სახლში უნდა გრძნობდეთ თავს, ისე ვართ, თითქოს ხორცმეტები ვიყოთ”;
“სანამ ჩემი საბუთების შემოწმების რიგი მოვიდოდა, ოდნავ წინ გავედი, რათა ხიდისკენ უკვე გაშვებული ნათესავისთვის რაღაც მეთქვა და უცებ ზურგიდან მესმის “ეი! ეი!” – მოვიხედე და, პოლიციელი დგას და ხელს მიქნევს: “არ გესმის?! სად მიდიხარ?!” – ძალიან გავბრაზდი, პოლიციელი ასე რატომ უნდა მომმართავდეს?”;
“ორი ქალი ამოწმებდა ჩემს საბუთებს, დაბნეულად ვპასუხობდი, საბერიოში მიდიოდი და იქ რა საშინელებაც უნდა დამხვედროდა, იმაზე ფიქრობდი. ამ დროს ერთმა ქალმა პოლიციელმა, ქერამ, ძალიან უხეშად მომმართა. შენიშვნა მივეცი, აფხაზები უფრო თავაზიანად გვეპყრობიან, ვიდრე თქვენ-მეთქი. მისი პასუხი იყო: “გადადით მაშინ აფხაზებთან და იქ იცხოვრეთ, აქეთ რატომ ბრუნდებით?”;
“ყელა ცვლა საშინლად უხეშია, ნორმალურ მიმართვას და პასუხს მათგან ვერ მოისმენ. განსაკუთრებული აგრესიით და ცინიზმით გამოირჩევა პოლიციელი, გვარად კ****ია, ქალაქ *****-ის პოლიციიდან ყოფილა გადმოყვანილი (გვარს და ქალაქს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ამას ოკუპირებულ აფხაზეთშიც კითხულობენ და ჩვენი პოსტის შესახებ ინფორმაციის გაცემა გამოვა. მაგრამ თავად მიხვდება, ვინც არის), ნებისმიერი დევნილი დაადასტურებს, რომ არაფერს ვიგონებ – თავხედი და უხეში ადამიანია, დევნილებს არაფრად გვაგდებს”;
ეს მხოლოდ ნაწილია იმ მესიჯების, რაც თქვენთან შეხების წერტილის მქონე დევნილებმა და არამარტო დევნილებმა მომწერეს – მართლა არ გრცხვენიათ? ვის ეჭიმებით და ეუხეშებით, როგორ ბედავთ საერთოდ ასეთი ტონით დევნილებთან და სხვა მოქალაქეებთან ლაპარაკს?
იმედია, მოვა ეს სტატუსი თქვენამდე, წაიკითხავთ ან წაგიკითხავენ და მინდა გითხრათ: ეს სიტუაცია თუ არ გამოსწორდა, პირადად ვიზრუნებ, ის ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდეს, რაც მაქვს და თქვენი საქციელი მთელი საქართველოსთვის გახდება ცნობილი, პოსტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იდენტიფიცირებას არ მოვახდენ, მაგრამ აუდიოჩანაწერს ყველა შემთხვევაში გამოვაქვეყნებ…
ცოტა გონს მოეგეთ, გირჩევნიათ – მერე არ თქვათ, რომ არ გამიფრთხილებიხართ…” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთის, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში 5 ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. დაშვებული იყო დროშები და გაუქმდა ყველა გასართობი ღონისძიება. ამ ტრაგედიის შემდეგ ენგურის გასწვრივ განთავსებულ ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბერიოში, სამძიმარზე წასვლის მსურველთათვის გამოყოფილია მიკროავტობუსები, რომლებსაც ხალხი დანიშნულების ადგილამდე და უკან მიჰყავს და მოჰყავს, ამასთან, გაზარდეს ყოველდღიური ლიმიტი 80 ადამიანამდე.










