LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აფხაზეთი ენგურზე დე ფაქტო საზღვარს კეტავს

პირადად ვიზრუნებ, ის ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდეს – რა ვითარებაა ენგურის ხიდზე და როგორ ექცევა ქართული პოლიცია დევნილებს

დაპოსტა 2025/01/08-ში
A A
205
ნახვა
გაზიარება

ჟურნლაისტი ლაშა ბერულავა ენგურის ხიდზე, ზუგდიდის რაიონში მდებარე საქართველოს შსს-ს ბოლო პოსტის პოლიციელებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს რომ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გადამსვლელ დევნილებს პოლიციელი უხეშად და აგდებულად ექცევიან. ლაშა ბერულავა დევნილების მონათხორებებსაც აქვეყნებს. ჟურნალისტი ასევე პოლიციელების საქციელთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერების გამოქვეუნებას გეგმავს.

პოსტს უცვლელეად გთავაზობთ:

“ახლა, რაც შეეხება ენგურის ხიდთან, ზუგდიდის რაიონში მდებარე საქართველოს შსს-ს ბოლო პოსტის პოლიციელებს:

ბიჭებო და გოგოებო, თქვენ შემთხვევით, თვალში ხომ არ გეპატარავებათ ეს ათას ჭირ-ვარამგამოვლილი და გამწარებული, გაუბედურებული აფხაზეთიდან დევნილები?

ისეთებს ჰყვებიან თქვენს ქცევებზე და მათ მიმართ დამოკიდებულებაზე, თმები ყალყზე დაგიდგება კაცს და წესით, ეს პოსტი უნდა იყოს თქვენთვის სამადლობელი, მით უმეტეს ამ უმძიმეს დღეებში, როცა მთელი საქართველო შეძრულია საბერიოში დატრიალებული ტრაგედიით და პირიქით რატომ ხდება?
რა აგივარდათ თავში?
💬 “ძალიან უხეშად გვექცევიან, ვინც იქეთ ვაპირებთ გადასვლას, ისედაც დაძაბულები ვართ ამ მისვლა-მოსვლით და როცა სახლში უნდა გრძნობდეთ თავს, ისე ვართ, თითქოს ხორცმეტები ვიყოთ”;
💬 “სანამ ჩემი საბუთების შემოწმების რიგი მოვიდოდა, ოდნავ წინ გავედი, რათა ხიდისკენ უკვე გაშვებული ნათესავისთვის რაღაც მეთქვა და უცებ ზურგიდან მესმის “ეი! ეი!” – მოვიხედე და, პოლიციელი დგას და ხელს მიქნევს: “არ გესმის?! სად მიდიხარ?!” – ძალიან გავბრაზდი, პოლიციელი ასე რატომ უნდა მომმართავდეს?”;
💬 “ორი ქალი ამოწმებდა ჩემს საბუთებს, დაბნეულად ვპასუხობდი, საბერიოში მიდიოდი და იქ რა საშინელებაც უნდა დამხვედროდა, იმაზე ფიქრობდი. ამ დროს ერთმა ქალმა პოლიციელმა, ქერამ, ძალიან უხეშად მომმართა. შენიშვნა მივეცი, აფხაზები უფრო თავაზიანად გვეპყრობიან, ვიდრე თქვენ-მეთქი. მისი პასუხი იყო: “გადადით მაშინ აფხაზებთან და იქ იცხოვრეთ, აქეთ რატომ ბრუნდებით?”;
💬 “ყელა ცვლა საშინლად უხეშია, ნორმალურ მიმართვას და პასუხს მათგან ვერ მოისმენ. განსაკუთრებული აგრესიით და ცინიზმით გამოირჩევა პოლიციელი, გვარად კ****ია, ქალაქ *****-ის პოლიციიდან ყოფილა გადმოყვანილი (გვარს და ქალაქს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ამას ოკუპირებულ აფხაზეთშიც კითხულობენ და ჩვენი პოსტის შესახებ ინფორმაციის გაცემა გამოვა. მაგრამ თავად მიხვდება, ვინც არის), ნებისმიერი დევნილი დაადასტურებს, რომ არაფერს ვიგონებ – თავხედი და უხეში ადამიანია, დევნილებს არაფრად გვაგდებს”;
🔻ეს მხოლოდ ნაწილია იმ მესიჯების, რაც თქვენთან შეხების წერტილის მქონე დევნილებმა და არამარტო დევნილებმა მომწერეს – მართლა არ გრცხვენიათ? ვის ეჭიმებით და ეუხეშებით, როგორ ბედავთ საერთოდ ასეთი ტონით დევნილებთან და სხვა მოქალაქეებთან ლაპარაკს?
‼️ იმედია, მოვა ეს სტატუსი თქვენამდე, წაიკითხავთ ან წაგიკითხავენ და მინდა გითხრათ: ეს სიტუაცია თუ არ გამოსწორდა, პირადად ვიზრუნებ, ის ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდეს, რაც მაქვს და თქვენი საქციელი მთელი საქართველოსთვის გახდება ცნობილი, პოსტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იდენტიფიცირებას არ მოვახდენ, მაგრამ აუდიოჩანაწერს ყველა შემთხვევაში გამოვაქვეყნებ…

‼️ ცოტა გონს მოეგეთ, გირჩევნიათ – მერე არ თქვათ, რომ არ გამიფრთხილებიხართ…” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთის, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში 5 ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. დაშვებული იყო დროშები და გაუქმდა ყველა გასართობი ღონისძიება. ამ ტრაგედიის შემდეგ ენგურის გასწვრივ განთავსებულ ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბერიოში, სამძიმარზე წასვლის მსურველთათვის გამოყოფილია მიკროავტობუსები, რომლებსაც ხალხი დანიშნულების ადგილამდე და უკან მიჰყავს და მოჰყავს, ამასთან, გაზარდეს ყოველდღიური ლიმიტი 80 ადამიანამდე.

პანაშვიდზე მიმსვლელთა სიას დაღუპულთა ნათესავები წინასწარ აწვდიან საოკუპაციო პუნქტს, პიროვნებები მოწმდება ფსბ-ს ბაზაში და ხალხს ამ კორექტირებული სიის მიხედვით ატარებენ, თუმცა, ჯერ არ ყოფილა სიიდან ვინმეს ამოღების შემთხვევა. თუმცა როგორ ექცევიან გადამსველელებ დევნილებს ენგურის ხიდზე,  ქართულ პუნქტზეე მომუშავე ქართველი პოლიციელები უკვე დაწერა ლაშა ბერულავამ. ასევე აღსანიშნავია რომ “ქართულ ოცნებას” აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის დღე ამ დრომდე ამ გამოუცხადებია.
გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
რა ღირს სახელისა და გვარის შეცვლა საქართველოში?
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. კერძოდ, მშობლები განცხადებაში საუბრობენ პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“ და აღნიშნავენ, რომ ის მოიცავს დანაშაულის ნიშნებს, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა, დისკრიმინაცია და...

დაწვრილებითDetails

“ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო”-მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურ ნიშნულზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 711 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.23%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას ” -ევროკავშირის საელჩო

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
ლუქ­სემ­ბურ­გში დღეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭო გა­ი­მარ­თე­ბა, მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 28 აპრილს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 28 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6930, ევრო – 3.1627, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6509 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, როგორი ამინდი იქნება 1-ელ მაისამდე საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 29-30 აპრილს...

დაწვრილებითDetails

საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში...

დაწვრილებითDetails

მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს....

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 55 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – რუსეთის, უზბეკეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"