“შესანიშნავი ამბავი მოხდა დღეს ინგა გრიგოლიას ეთერში: ხალხს და რეალობას მოწყვეტილი და გაცვეთილი პოლიტიკური დისკუსიებიდან გამოსვლის და საქმეზე გადასვლის დღის წესრიგი შეიქმნა. ლელოს მიერ დადებულმა საპენსიო ხედვამ გამოიწვია ეს.
მადლობა ინგას ფორმატისთვის და საინტერესო ეთერისთვის!
ხელისუფლება ჩირგვებში იმალება დებატებისგან, ამ ფონზე ძალიან კარგია საქმიანი, თემატური დისკუსია ოპოზიციის მონაწილეობით.
თუ გაგრძელდება ასეთი ეთერები, საზოგადოებისთვის და საქმისთვის იქნება მხოლოდ კარგი.
ოპოზიციონერი კოლეგები თუ საკუთარ ხედვებს მოამზადებენ და შესთავაზებენ ამომრჩეველს, მხოლოდ სხვისი კრიტიკით არ დაკავდებიან და პოლიტიკურ ეთიკასაც მეტად შეინარჩუნებენ დისკუსიის დროს, იქნება კარგი.
Irakli Kupradze პენსიაზე მომინდა გასვლა ❤”. – წერს პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.
უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე
მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 24News.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად მძღოლებმა და მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე...










