LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი

დღეს როგორი არჩევნებია, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს, გაგიჟებულხართ ხალხო! -ლევან ხაბეიშვილი

დაპოსტა 2026/04/17-ში
A A
42
ნახვა
გაზიარება

კი, არჩევნები არის ჩვენი საქმე, მაგრამ დღეს როგორი არჩევნებია, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს და ეს თუ არის სადისკუსიო, გაგიჟებულხართ ხალხო! არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხი ითხოვს არჩევნებს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იქნება ეს არჩევნები.

„მინდა გამოვეხმაურო და საზოგადოებას ჩემი პოზიცია მოვახსენო. არავის ჭკუის დარიგებას არ ვაპირებ, ბევრ რამეს ციხიდან სხვანაირად ვუყურებ, რთულია რაღაც რეალობები აღიქვა ბოლომდე, მაგრამ მაქვს ცოტა კრიტიკული შეფასებები, მაქვს კონკრეტული შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებზე და ვეცდები მაქსიმალურად რბილად შევაფასო. ორბანთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გასაოცარი ამბავი მოხდა, ორბანმა წააგო და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რაღაცნაირად აქეთ ჩავარდა დეპრესიაში. ასეთი რაღაცები რატომ გვემართება, არ ვიცი…

ჩვენ რა გვჭირს, როცა ვიმარჯვებთ, ვთქვათ, რომ ბიძინას მოკეთე დამარცხდა, დეპრესიაში ვვარდებით. რაღაც მოგონილ თემას ვიღაცა გამოაგდებს და ამაზე ატყდება ცრუ განგაში და იწყება დიალოგი. ტელევიზორს ვუყურებდი და ვიღაცამ თქვა, ასეთი არჩევნებიო, ესა და ესაო. ასეთ რაღაცას ვიტყვი- ჯანყი გურიაში ასეთი იყო, ბატონყმობის გადაგდება მოინდომეს გურულებმა, 3000 გურული შეიკრიბა და ოზურგეთს ალყა შემოარტყეს. საღამოს ერთმა პროვოკატორმა კაცმა გაირბინა ამ აჯანყებულ გლეხებში და თქვა, რომ რუსები მოდიან და დაგვხრეტენ ყველასო და დაიფანტა ეს ხალხი, არავინ იცის, სად გარბოდნენ ბატონყმობის გადასაგდებად მებრძოლი გურულები. ასე ცუდად დამთავრდა ანუ ერთი შევარდა, შეგზავნილი კაცი და ყველა დაიფანტა. ასეა აქაც. ე.ი. გამოდის ვიღაცა და მიდის ძიძგილაობა, არჩევნები იქნება, კარგი იქნება, არ იქნება – პოლიტიკოსი მუჰამედ ალი კი არ არის. 2014 წელს არჩევნებში ვმონაწილეობდით, 2016, 2017 წლებში კანდიდატი ვიყავი. კი, არჩევნები არის ჩვენი საქმე, მაგრამ დღეს როგორი არჩევნებია, ახლა ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს და ეს თუ არის სადისკუსიო, გაგიჟებულხართ ხალხო!

ორბანი როგორი კაციც არ უნდა ყოფილიყო, ის არის პოლიტიკოსი.

ორბანს ფული უნდოდა იმიტომ, რომ ეკეთებინა პოლიტიკა და ბიძინას პოლიტიკა უნდა იმიტომ, რომ აკეთოს ფული. უდიდესი განსხვავებაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი. გარეთ რუსთაველზე ხალხი რას ითხოვს? ორი მოთხოვნა აქვთ და ახლა ამბობენ, აჰა, ახლა, არჩევნები უნდათო? ხალხი ითხოვს არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. ეს არჩევნები როგორი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა? ამიტომ, ეს რაღაც შემოგდებული თემა, რომ „აი, მე ხომ ვამბობდი, რომ არჩევნებით უნდა“…. ხალხო, ხომ არ გადაირიეთ, მართლა? მაგრამ ეს რატომ მოგვივიდა გეტყვით, საქმე დავიწყებული გვაქვს, რა გავაკეთოთ არ ვიცით, ამიტომ მოდი, რა ბიძინას თუ ვერ ვუგებ, აგერ „ლელოს“ დავამარცხებ ან გახარიას. ხალხო, ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ ორგანიზებული, რა არის საერთო მტერი, პრობლემა და რაღაცას ვაკეთებდეთ, დისკუსიები გვაქვს ერთმანეთში და დავცხებთ ერთმანეთს. არ არის ეს არც სწორი და არც ნორმალური.

არ შემიძლია არ ვისაუბრო მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით. რუბიომ რომ დარეკა იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, რა მაგარია, ამერიკელებმა თურმე დარეკეს და არ დავრჩებით ხალხო მარტო, აქეთ ვიღაცები დეპრესიაში ჩავარდნენ. ხალხო, რაღაც თუ არ იცით [ამის თქმა არაა უხერხული]. პირობითად, არ ვიცი ინგლისური და ვამბობ, რომ არ ვიცი. რაღაც რომ არ იცი, კი არ „ტეხავს“ – ამერიკელებს საქართველოს ცა არ სჭირდებათ. ვიღაცეებმა კიდევ საკენკი დაუგდეს „ქოცებს“, რომ აი, რუბუომ დარეკა და ჩვენი ცა ხომ არ სჭირდება ამერიკასო“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი მოსაზრებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს სინამდვილეში დაურეკა იმისთვის, რომ ეთქვა, ამერიკას საქართველოში მილიონები აქვს დახარჯული და „ამასობაში სხვა ინფორმაცია მოდის წყალივით“.

„რუბიოს რომ ეთქვა – ე, ირაკლი, როგორ ხარ ჯიგარო? ეს დილას „იმედზე“, „ბასტი-ბუბუზეც“ იქნებოდა, რომ რუბიომ დაურეკა ირაკლის. თავს მოგვაჭამდნენ…

მუდმივად ვართ ერთმანეთის კრიტიკაში.

ყველა სოციალურ ქსელშია და არ ვიცი, ალბათ, ტელევიზორს მარტო მე ვუყურებ და მე გადავირიე ერთი და იგივე რომ გადის ტელევიზორში – ყველა ექსპერტია და გამოდის, რომ 2012 წელს მე, ხატია დეკანოიძეს და თინა ბოკუჩავას მოგვიყვანია ბიძინა ხელისუფლებაში… იმედს ვიტოვებ, რომ საბოლო ჯამში, ეს სიტუაცია რაღაცნაირად გადაწყდება.

ციხეში რომ შედიხარ, თავიდან ითვლი წუთებს, მერე საათებს, მერე დღეებს და მერე წლებს. ბატონო ბექა (პროკურორი), იმედია წლებზე არ გადამიყვანთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"