
პანდემიის გამო, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება.
როგორც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, ზამთრის ოლიმპიადაზე მხოლოდ ადგილობრივ გულშემატკივრებს დაუშვებენ.
გარდა ამისა, ოლიმპიადის მხოლოდ სრულად ვაქცინირებული მონაწილეები გათავისუფლდებიან კარანტინის გავლის ვალდებულებისგან, ხოლო აუცრელ მონაწილეებს 21-დღიანი იზოლაციის გავლა მოუწევთ.
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა 4-20 თებერვალს გაიმართება.










