საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ, უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავლისთვის.
“1989 წლის 9 აპრილს 21 ქართველი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დღის. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ მიერ გაწეულ მსხვერპლს უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავლისთვის”, – თქვა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის კელი დეგნანმა დღეს 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.