პარტია “საქართველოსთვის” იმერეთისა და სვანეთის ორგანიზაციებს წევრები ტოვებენ. პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დღეს ბაღდათის, წყალტუბოს და ლენტეხის წარმომადგენლებმა გააჟღერეს. მათი თქმით, მიზეზი, გახარიას პარტიის “ნაციონალურ მოძრაობასთან” საკრებულოებში კოალიცია გახდა. როგორც ისინი განმარტავენ, მათთვის აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიასთან რამე ფორმით კავშირი მიუღებელია და იძულებული არიან, პარტია დატოვონ. ამასთან, ბაღდათის ორგანიზაციის წარმომადგენელი სახელფასო დავალიანებებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ გიორგი გახარიას პარტიამ არცერთ დასაქმებულ აქტივისტს ხელფასი ამ დრომდე არ გადაუხადა, რის გამოც იძულებულია, თანამშრომლებს დაემალოს და ნაწილს თანხა საკუთარი სახსრებით გადაუხადოს
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...










