პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე COVID პანდემიის მართვასთან და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
საგაზაფხულო სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომას საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება. წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ოპონენტები პრემიერისთვის მწვავე კითხვების დასმას გეგმავენ.
პრემიერი დეპუტატებს გასული 2 თვის ანგარიშს საკუთარი ინიციატივით აბარებს. უახლოეს პერიოდში პრემიერი დეპუტატებს კიდევ ორჯერ შეხვდება – 29 მაისს, ინტერპელაციის წესით და ივნისში, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს.










