საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პლენარული სხდომის გახსნისას “დროას” ლიდერ, ელენე ხოშტარიას, რომელიც პალრამენტის შენობაში შიმშილობს, დაბადების დღე მიულოცა და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„დღეს არის პარლამენტის წევრის, ელენე ხოშტარიას დაბადების დღე, მინდა მივულოცო მას დაბადების დღე, კიდევ ერთხელ ვთხოვო, მოვუწოდო, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და რა თქმა უნდა, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო“, – განაცხადა კუჭავამ.
ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში მე-16 დღეა შიმშილობს










