პაპუაშვილი ბორელს მორიგი ანტიდასავლური განცხადებით და რუსული პროპაგანდით პასუხობს და ამბობს, რომ “დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა”
შეგახსენებთ, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძის რიტორიკას, თითქოს რუსული კანონის შემდეგ ევროინტეგრაციის შანსები იზრდება, დეზინფორმაციად აფასებს. განცხადება ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა – არა, ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს – თქვა ბორელმა მაშინ, როცა პრემიერი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების “შანსი გაიზარდა”.