“კოვაქსის” პლატფორმის საშუალებით შეერთებული შტატები ქვეყნებს მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს. მათ შორის Pfizer-ის, Moderna-ს, Jonson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს.
7 ივნისიდან გერმანიაში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრას 16 წელს გადაცილებული ყველა პირი შეძლებს.
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, კომენდანტის საათი 21 ივნისს გაუქმდება. მიმდინარე კვირაში შეზღუდვებს ამსუბუქებს ნიდერლანდებიც, სადაც გასართობი პარკები და ზოოპარკები გაიხსნება, ასევე გახანგრძლივდება რესტორნების სამუშაო საათები.










