❣️ ,,გაიცანით შოვიდან მაშველი ზურა კალანდაძე. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფოდ ჩამოიყვანეს თბილისში ვერტმფრენით და მოათავსეს საავადმყოფოში. 2 საათი იწვა ხეჩინაშვილის კლინიკაში , ჩაუტარეს და სხვა სამედიცინო პროცედურები, შემდეგ კი პალატა დატოვა და შოვში დაბრუნდა. დაკარგულებს ვეძებთ და აქ ვერ გავჩერდებიო❤️?წარმოუდგენელია, არა?ესეთ გმირებზე დგას სამყარო დღეს და მადლობა მას❤️❤️❤️❤️ , (ფოტო ფარულად გადავიღე, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.)
Ღმერთმა დაგლოცოს!
პოსტის ავტორია არაჩვეულებრივი პედაგოგი და ჩემი მეგობარი სვეტლანა სინა” – წერს თამარ რატიანი სოციალურ ქსელში.
ზურა კალანდაძე სტიქიის ზონაში მოხალისედ არის ჩართული.
შოვში ტრაგედია 3 აგვისტოს დატრიალდა. საკურორტო ზონაში ღვარცოფული პროცესი განვითარდა, დაღუპულია 24 ადამიანი, კვლავ ეძებენ 9 დაკარგულს. სამძებრო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.










