LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ოცნებამ” ნდობა ვერ გაამართლა – მამა პეტრე

“ოცნებამ” ნდობა ვერ გაამართლა – მამა პეტრე

დაპოსტა 2021/01/08-ში
A A
643
ნახვა
გაზიარება

მამა პეტრე კვარაცხელია, ჟურნალ “გზასთან” 2020 წლის, და არა მხოლოდ, პრობლემებზე საუბრობს:

ცუდი ის არის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული, რამაც ხალხს დიდი იმედგაცრუება მოუტანა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის გაურკვევლობის ყრუ კედელია აღმართული.

ქართული პოლიტიკა ჩიხში შევიდა და გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ვფიქრობ, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, სხვაგვარად ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ. ახლა პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავი ხალხი უნდა იყოს, რადგან ბევრი ოჯახი საერთოდ ულუკმაპუროდ ხვდება შობა-ახალ წელს, – აი, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და არა ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს. თუ მოსახლეობის ინტერესები მინიმალურ დონეზე მაინც არ დაკმაყოფილდება, გამოსავალს ვერ ვიპოვით და ამ ჩიხიდანაც ვერ გამოვალთ.

ალბათ ბევრის სათქმელს ვიტყვი: ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მტკივნეულია, როცა ხელისუფლების სათავეში ოფიციალურ მილიარდერებსა და მილიონერებს ვხედავ და ამ დროს მრავალი ოჯახი მშიერი კვდება. თანაც, ეს ხდება 21-ე საუკუნეში! გამოდის, რომ ვიღაც-ვიღაცები არხეინად, უზრუნველად უნდა ცხოვრობდნენ და ისინი ხალხმა უნდა არჩინოს?!. დაპირებული ფაბრიკა-ქარხნები დროულად რომ აეშენებინათ, სამუშაო ადგილები შეექმნათ და ხალხს მინიმალური შემოსავალი ჰქონოდა, ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. აბა, რა გითხრათ?.. მე არა მაქვს უფლება, ყოველდღე ხაჭაპურს ვჭამდე, როცა ჩემ გვერდით ვიღაცას ცივი მჭადი ენატრება, – ეს სიტყვები როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: შუშის სასახლიდან ჭოგრიტით ყურება ქვეყანას ვერ ააშენებს. მოსახლეობა ხედავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მილიონებს ვეღარ ითვლიან, ამას დიდხანს ვეღარ მოითმენს და პროტესტი კიდევ უფრო მოიმატებს. თუ ამაზე არ დაფიქრდებიან, ეს ხელისუფლებაც ისე დაასრულებს, როგორც მისმა წინამორბედებმა დაასრულეს.

ინფიცირებულთა სიმრავლის გამო, ეკონომიკის მეორედ ჩაკეტვა გახდა საჭირო. ყველამ იცის, რომ რეგულაციები უნდა დავიცვათ, მაგრამ სინამდვილეში რას ვხედავთ?.. ქალაქში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია – ყველგან უფრო დიდი საცობია, ვიდრე მანამდე იყო. გულახდილად გეტყვით – ამ შეზღუდვების არსს ვერ ჩავწვდი: კერძო სექტორში ვინც მუშაობდა, შემოსავლის გარეშე დარჩა, სამაგიეროდ, საჯარო სამსახურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. როგორ, საჯარო სამსახურის თანამშრომელს გარანტია აქვს, რომ არ დაინფიცირდება?!. მე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მაინტერესებს – რატომ დააწესეს რეგულაციები და შეზღუდვები, თუ ყველას არ შეეხებოდა?

სექტემბრამდე ვამბობდით, რომ საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის პანდემიასთან საბრძოლველად, თურმე ასე არ ყოფილა. ის, რომ ვირუსი დავამარცხეთ, ლამაზი ზღაპარი და ილუზია იყო. როცა სხვა ქვეყნებში პანდემია მძვინვარებდა, ჩვენ სოციალურ ქსელში ვერთობოდით და სიცილით ვკვდებოდით; გვეგონა, რომ პანდემია არ არსებობს, რომ ეს მოგონილი საფრთხეა. ამას დაემატა ზოგიერთი სასულიერო პირის აზრი, რომ ეს ჭორი და დემაგოგიაა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ვირუსი ჩვენ ვერ შეგვეხება… საბოლოოდ, ეს ყველაფერი ბოდვა და მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა: როგორც სხვა ქვეყნებში, სამღვდელოება აქაც დაინფიცირდა, რამდენიმე სასულიერო პირი კიდეც გარდაიცვალა. უფალს გამოცდა არ უნდა მოვუწყოთ, ჩვენი ფანატიკური მოსაზრებები ჩვენთვის უნდა შევინახოთ და შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ მრევლი, რომელიც უსიტყვოდ გვენდობა. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა გვქონოდა ილუზია, რომ პანდემია საქართველოს არ შეეხებოდა. ისედაც, ყოველთვის მიკვირდა: რატომ გვაქვს იმის ილუზია, რომ გამორჩეულები ვართ, როცა ეს ერთი მუჭა ერი ერთმანეთს არ ინდობს და ანადგურებს?! არავითარი სიყვარული, სულიერება და ერთსულოვნება აღარ შეგვრჩენია, პირიქით, ოღონდ ვიღაც ჩავქოლოთ, ვიღაც განადგურებული ვნახოთ და მერე ზემოდან დავხედოთ… ამ სიტუაციაში უფალი ჩვენს ლოცვასაც არ შეისმენს!

ვფიქრობ, ეს დილეტანტიზმისა და უჭკუობის ბრალია. 2020 წელს დაშვებული შეცდომები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე არ თუ ვერ დგას, ის ზღაპრებში ცხოვრობს და ცდილობს, მოსახლეობაც მოატყუოს. ამას პოლიტიკური გემოვნების გამო არ ვამბობ – მე თუ ვინმეს გავაკრიტიკებ, მისი საქმეების გამო გავაკრიტიკებ და ამ ხელისუფლების უნიათობაზე თუ ვლაპარაკობ, სულაც არ ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მომწონს. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ, “ოცნებას” ტაში დავუკრა, რადგან სამწუხაროდ, ხელისუფლება თვითკმაყოფილების რეჟიმშია გადასული და 8 წლის განმავლობაში თავს ასე იმართლებს – ხომ ხედავთ, ძალადობაში არ ცხოვრობთ, არავინ გაშინებთ და ამის გამო ყველა მადლობელი უნდა იყოსო… გავიგე, ციხის საკნებში პატიმრებს არ აუპატიურებენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ “ქართული ოცნების” საქმიანობა მომწონდეს. თავის დროზე მათ ყველამ მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. ახლა მხოლოდ იმის იმედი რჩება, რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამ ქვეყანას გაუძღვება, მოუვლის და დაპირებების 90 პროცენტს მაინც შეასრულებს.

წყარო – ჟურნალი გზა

გაზიარება257

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მაისს 10:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერის ნაწილი, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრაზე ინსტრუქტაჟის მიღების ფაქტია ასახული. "ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6859, ევრო – 3.1600, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6552 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამამ კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, 3 საკითხზე დააყენეს მოთხოვნა, საპატრიარქოსგან კი დადებითი პასუხი...

დაწვრილებითDetails

მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მედიცინა

"შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის, მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ეს დაავადება, რა დაავადებაა, რამდენი ბავშვია და რა მასშტაბის პრობლემაა ეს ყველაფერი და რა გვესაჭიროება. ამაზე ვისაუბრეთ. თქვეს, რომ ყველანაირ დახმარებას...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე კაცი მოკლეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

საბურთალოზე კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. „თბილისში შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

“რა დიდი ცირკი ყოფილა საქართველოში სამართლის პოვნა” – ეკა კუპატაძე

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მოწმემ, ნია იმნაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, რადგან სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. "მე არ ვმათხოვრობ სამართალს! მე მოვითხოვ...

დაწვრილებითDetails

ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვანში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჩ-ის (მისამართი: ვანი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ) ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"