საქართველოში ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 431 ლარი ღირს, 750-სინჯიანი – 325 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 252 ლარია.
რაც შეეხება ვერცხლის ფასს, მისი ღირებულებაც დღიდან დღემდე მატულობს. კერძოდ კი, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 6.80 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის – 8.50 ლარი.
მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 916 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.14%-ით გაზრდილი ფასია. 1.95%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 98 დოლარი ღირს.










