
18-კარატიანი ოქროსგან დამზადებულ უნიტაზის ქურდებს ამ დრომდე ეძებენ. ქურდობა დიდ ბრიტანეთში 2 წლის წინ მოხდა. უნიტაზის ღირებულება 6 მილიონ დოლარს შეადგენს. უნიტაზი სახელწოდებით „ამერიკა“ ბელნჰეიმის სასახლიდან 2019 წლის 14 სექტემბერს მოიპარეს, სადაც გამოფენაზე ინსტალაციის სახით იყო წარდგენილი.









