19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარშვილი, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.
“ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ, დაკარგა ფეხბურთმა, დაკარგა ქვეყანამ! მუდამ ჩვენს გულებში იქნები შაქარ”, – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში, რომელსაც საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” ავრცელებს.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართეს. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მისი ცხედარი წყალში იპოვეს.
https://www.facebook.com/fc.saburtalotb/videos/807013363373703/?v=807013363373703