ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ტრაილერის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შეჯახებისას ერთ-ერთი ტრაილერი ამოყირავდა.
გარდაცვლილიც და დაშავებულიც კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. მედიკოსთა განცხადებით, ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.