ბნელ გამოსახულებაში ორი ნათელი წერტილი-ასე უკრაინის ომში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა გვამცნო რომ დღეს უკრაინაში ორით ნაკლები ქართველია.
გარდაცვლილთა ვინაობა ჯერ არ ცხადდება, თუმცა წერს, რომ ისინი მასთან ერთად არ იბრძოდნენ.
,,სიტყვებით ვერ გადმოვცემ ასეთ ამბავს როცა ვიგებ რა დღეში ვვარდები?ნათელი ბიჭებს? თქვენ გამძლეობა….. როდის დამთავრდება ეგ უბედურება….. აფხაზეთი გამახსენდა ყოველ წუთას ახლობლების სიკვდილს რომ ველოდებოდით…. ვააახ ღმერთო დაილოცოს შენი სამართალი?”- წერია კომენტარებში.
ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში უკრაინელი მესაზღვრეები დახოცეს. ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავრცელებს.
სერგეი დეისენკოს განცხადებით, რუსებმა უკრაინელი მესაზღვრეები ლაჩრულად, უთანასწორო ბრძოლაში მოკლეს. ის მტერს თავისი თანამშრომლების დახოცვისთვის შურისძიებას პირდება.