LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოხსნილან

დაპოსტა 2020/11/21-ში
115
ნახვა
გაზიარება

ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოხსნილან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა აღნიშნული წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება.

კერძოდ: №1 – მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს №2 – შალვა შავგულიძე და №41 – ბექა ოდიშარია ხვდებიან.

№2 – ვაკე – №2 – ელენე ხოშტარია, №41 – ნოდარ ტურძელაძე.

№3 – საბურთალო – №24 – ალექსანდრე ელისაშვილი, №41 – დავით სერგეენკო

№4 – ისანი – №5 – ხატია დეკანოიძე, №41 – კახა კახიშვილი

№5 – სამგორი- №5 – ლევან ხაბეიშვილი, №41 – სოზარ სუბარი

№6 – დიდუბე, ჩუღურეთი -№36 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 – გიორგი ვოლსკი

№7 – ნაძალადევი -№10 – შალვა ნათელაშვილი, №41 – მიხეილ ყაველაშვილი

№8 – გლდანი – №5 – ნიკანორ მელია, №41 – ლევან კობიაშვილი

№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – №5 – გიორგი ბოტკოველი, №41 – ირაკლი ქადაგიშვილი

№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – №5 – ცეზარი ჩოჩელი, №41 – შალვა კერესელიძე

№12 – რუსთავი, გარდაბანი -№5 – დავით კირკიტაძე, №41 – ნინო ლაცაბიძე

№16 – ხაშური, ქარელი -№5 – ნატო ჩხეიძე, №41 – ზაალ დუგლაძე

№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 – კახა გეწაძე, №41 – ბეჟან წაქაძე

№23 – ქუთაისი -№5 – გრიგოლ ვაშაძე, №41 – ზაზა ლომინაძე

№27 – ზუგდიდი – №5 – მალხაზ ჯალაღონია, №41 – ირაკლი ჩიქოვანი

№28 – ბათუმი -№5 – ლევან ვარშალომიძე, №41 – რესან კონცელიძე

№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – №5 – მიშა ბოლქვაძე,№41 – ანზორ ბოლქვაძე

გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

მეორე ტურზე ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.

როგორც ცნობილია, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და პარლამენტის შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, რის გამოც არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეც უარს ამბობს.

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული...

დაწვრილებითDetails

“ყველა შესაბამისი ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან, გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, უნდა გადადგეს!” – ნიკა გვარამია

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს; უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და...

დაწვრილებითDetails

“„იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე ” – გრიგოლ გეგელია

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ახლახან პარტიული ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რომელიც როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სრულიად სამარცხვინო პროპაგანდაშია ჩართული - მათ თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის...

დაწვრილებითDetails

” ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან” – დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იყო ადეკვატურად პასუხგასაცემი პოლიციის მხრიდან, რაც კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და...

დაწვრილებითDetails

“ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა” – ლევან სანიკიძე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში,...

დაწვრილებითDetails

„ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად – ზურაბ პატარიძე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

„შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები. ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს,...

დაწვრილებითDetails

“ვთქვათ დაგვასანქცირეს …რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით”?” – კახა კალაძე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის,- ამის შესახებ დედაქალაქის...

დაწვრილებითDetails

“რუსების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ალოგიკურია ” – თენგიზ შარმანაშვილი

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

რუსების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ალოგიკურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ღვინის უსაფუძვლო დასანქცირების ფონზე უნივერსიტეტების მეგობრობაზე საუბარი...

დაწვრილებითDetails

” თურქეთის ტონმა აღმაშფოთა” – ვალერი ჩეჩელაშვილი

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ბათუმის სტადიონზე მომხდარს ძალიან კარგად ორკესტრირებული და მკაცრი შეფასებები მოჰყვა თურქეთის მხრიდან და ამაში დავინახე ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თურქები, უკვე აღარ ექცევიან საქართველოს ისეთი პატივისცემით, რასაც ჩვენ ადრე...

დაწვრილებითDetails

“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».