LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ოპოზიციის მთელი მზაკვრობა იმაშია, რომ [მათთვის] მშვიდობაზე საუბარი ხალხის მოტყუებაა-ქადაგიშვილი

დაპოსტა 2024/07/17-ში
7
ნახვა
გაზიარება

ასარჩევია: გვინდა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ღირსება და ამით შესვლა ევროპაში თუ გვინდა ისევ ტრაგედია, რომელიც იქნება ვიღაც აქტორების მხრიდან ტაშდაკრული, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს ათეული წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებას და ევროპისკენ სვლას.

„არჩევანის გაკეთება საზოგადოებისთვის ნათელია, რადგან სწორედ “ქართული ოცნება” ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებას და ევროპისკენ სვლას. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი დანაყოფები ის პოლიტიკური ძალები და რადიკალები არიან, რომლებიც თვალნათლივ მოუწოდებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, სანქცირებული მებრძოლების გაგზავნაში და რუსეთთან ისეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლაში, რაც 2008 წელზე კიდევ უფრო მძიმე ვითარებას შექმნიდა საქართველოში. გამომდინარე აქედან, ასარჩევია: ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ღირსება და ამით შესვლა ევროპაში თუ გვინდა ისევ ტრაგედია, როგორიც იქნება ვიღაც აქტორების მხრიდან ტაშდაკრული, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს ათეული წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ვინც მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სწორედ ისინი არიან, ვინც საქართველოს წუთიერი, მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევის გამო ომისკენ უბიძგებდნენ.

„ოპოზიციის მთელი მზაკვრობა იმაშია, რომ [მათთვის] მშვიდობაზე საუბარი ხალხის მოტყუებაა – ასე გამოდის მათი მხრიდან. მათ არ ახსოვთ და მოხდა 2008 წელს? ჩვენ ვერ ვუყურებთ იმას, რა ხდება დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში? ამიტომ, მშვიდობა ეს ის არის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ალტერნატივა არ გააჩნია. და ვინც მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სწორედ ისინი არიან, ვინც საქართველოს წუთიერი, მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევის გამო ომისკენ უბიძგებდნენ. გახსოვთ 2008 წლის წინაისტორია როგორი იყო? როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი მეორეზე უდიდესი შეცდომები და დანაშაულები ჩაიდინა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებით მოიღო, საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგი იყო და თავისი პროვოკაციული ქმედებებით მივიღეთ 2008 წელი – რუსული აგრესია საქართველოში. ეს არის სწორედ, როდესაც პოლიტიკური პროვოკატორები პოლიტიკური მიზნის გამო ქვეყანას სწირავენ. “ქართული ოცნება” კი ის ხელისუფლებაა, რომელიც პროვოკატორების ცილისწამებას არ აჰყვა და ქართველი ერის და ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი, შორს მიმავალი და ფუნდამენტური ინტერესები დაიცვა და ეს ინტერესები სწორედ მშვიდობაა”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, “ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა წინდაუხედავ და პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რამაც რუსეთს ამ აგრესიის განხორციელება გაუადვილა”.

“ომის დამნაშავე და აგრესიის წყარო რუსეთის ფედერაციაა – ეს უპირობო მოცემულობაა, რასთან დაკავშირებით სამი სასამართლო პროცესი საერთაშორისო სასამართლოებში “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოიგო. აქ საუბარი სხვა რამეზეა – პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკის წარმოებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელება. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა პოლიტიკას ატარებდა, რა წინდაუხედავ და პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რამაც რუსეთს ამ აგრესიის განხორციელება გაუადვილა”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის მსხვერპლია” – გრიგოლ გეგელია

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება - პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს,...

დაწვრილებითDetails

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “მას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

პირუტყვის მითვისების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა - ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა...

დაწვრილებითDetails

“დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი” – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელმა დღეს მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში...

დაწვრილებითDetails

“ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა” – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა - ამ ტყუილები დაჯერება თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

ნოემბერი 26, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».