ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თეთრი ხიდი კვლავ დაზიანებულია. მინის ფრაგმენტი უკვე რამდენიმე დღეა გაბზარულია და შემოღობილია, რადგანაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის.
ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის განცხადებით , თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018 წელს 500 ათას ლარამდე დაიხარჯა.
გიგა შუშანია ხიდის ხელახალ რეაბილიტაციასა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებიც უხარისხო სამუშაოები ჩაატარეს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ არა მხოლოდ თეთრი ხიდი დაზარალდა. ეგრეთწოდებული, რეაბილიტაციის შედეგად ავთენტურობას კარგავს იმერეთის მეფეთა სასახლე ” ოქროს ჩარდახი”. ასევე გაურკვეველია, შეინარჩუნებს თუ არა ისტორიულ სახეს ცენტრალური ბულვარი, რადგანაც სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტის პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა.










