ერთი თვე ომის დაწყებიდან – ბოლო ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთით უკან დახევას აიძულებენ.
სარაკეტო თავდასხმის დროს კიევში დაიღუპა გამოცემა “ინსაიდერის” ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა. ის პოდოლსკის რაიონში გადაღებაზე იმყოფებოდა, მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი თანმხლები პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასის მიდამოებში უფრო გააქტიურდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, კიევის ოლქში 12 ათასამდე რუსი ოკუპანტია, მათგან 3 000 ალყაშია.
ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია ჩერნობილის ზონაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა რუსების 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის ვერტმფრენი, დრონი და რაკეტები.










