ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს . ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს
“ბიძინას ახალი ცათამბჯენი, 49 სართული და 116 202 კვ.მ, ამჯერად ორთაჭალის ჰესთან.
მხოლოდ მიმდინარე წელს ბიძინას ,,ქართუ ფონდ”-ს თბილისის მერიამ ჯამურად 875 546 კვ.მ ფართობის მშენებლობის უფლება მისცა:
კოსტავას ქუჩაზე (ლაგუნა ვერე და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა) – 153 949 კვ.მ; წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს ,,ნეო სითი დეველოპმენტ”-თან.
იპოდრომის ტერიტორია – 371 873 კვ.მ; წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება არის გაფორმებული შპს ,,ცენტრალ პარკ ავენიუ”-სთან.
ისანში, გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე – 233 522 კვ.მ;
P.S. ,,პანორამა თბილისი”-ს პროექტის ჩათვლით, რომელმაც თაბორის მთის ისტორიული ლანდშაფტი გაანადგურა, ჯამურად თითქმის 1.5 მილიონი კვ.მ ფართობია” – წერს ირაკლი აბესაძე