ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ე.წ. მთავარმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა.
„აფხაზეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა“, – განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.