ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა. „ქვეყანაში გამონაკლისის სახით დაიშვებიან აკრედიტირებული დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები, რუსეთის ფედერაციის სამხედრო პერსონალი“, – ნათქვამია დე ფაქტო შს სამინისტროს განცხადებაში.
ე.წ. უწყების ცნობით, „ქვეყნაში დაშვებულია საერთაშორისო გადაზიდვებიც“.