ნუ ცრუობთ!!! ჯერ ერთი მე გარიცხვა არ მომითხოვია – ამის შესახებ ალეკო ახალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს და სამოქალაქო აქტივსტებს პასუხოს, რომლებიც გენდერული საბჭოს წერს გვანცა თოთაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
“ნუ ცრუობთ!!! ჯერ ერთი მე გარიცხვა არ მომითხოვია, არამედ მოვუწოდე მას, რომ გაეკეთებინა შეფასება,ხოლო გენდერულ სააბჭოს განცხადების შინაარსის მიხედვით ეფიქრა მის საბჭოში ყოფნა-არყოფნის თაობაზე!…აქაც რომ ცრუობთ! ნახეთ ჩანაწერი!…და, მეორე და უმთავრესი – გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ხატების შეურაცხყოფის ფაქტის თაობაზე. …თუ სიძულვილის გამოხატვას ებრძვით ,ვალდებული ხართ ხმა აღიმაღლოთ ასეთ,საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტის გამო! იქნებ მარტო გამოხატვის უფლება გაქვთ და პოზიციის დაფიქსირების ვალდებულება არა?…”ნაცების” დაკვეთას რომ ასრულებთ,ხალხმა იცის,მაგრამ თქვენი დამკვეთები რომ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, თავს რით გაიმართლებთ?” – წერს სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე
შეგახსენებთ ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე გენდერული თანასწორობის საბჭოდან, საბჭოს წევრის, გვანცა თოთაძის გარიცხვის საკითხის დაყენებას მოითხოვდა. დეპუტატის თქმით, გვანცა თოთაძემ არ გააპროტესტა “გირჩი”-სა და ოპოზიციური პარტიების ისეთი ქმედებები, როგორიცაა პოლიციელისათვის შეურაცხყოფისა და სიწმინდეების შეურაცხყოფა.