“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილება აღარ არსებობს.
როგორც მელია განმარტავს, ახლა ვითარება სრულიად შეცვლილია და რეალობა სხვა ძალისსხმევას მოითხოვს.
“ვითარება არის სრულიად შეცვლილი. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევას ამ ეტაპზე. 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ამ ეტაპზე ეს მგონი ისედაც ცხადი იყო”,- თქვა მელიამ.
ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ აქციებს აანონსებდა. ამავე აქციაზე იგეგმებოდა, რომ ნიკა მელია თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად დასახელებულიყო.
ცნობისათვის : “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მორგი სასამართლო პროცესი უკვე დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, დღევანდელ პროცესზე წარადგინეს შუამდგომლობად კონკრეტული ფაქტები, როდესაც “ქართული ოცნების” ლიდერები ნიკა მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ. სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
ინფრომაციას “მთავარი” ავრცელებს.










