“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
გარდა ამისა, მოსამართელმ ნიკა მელია პროცესიდან კიდევ ერთხელ გააძევა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
ინფორამციას “მთავარი” ავრცელებს.










