ნიკა მელიამ 16 ნოემბრის აქცია დაანონსა:
“ხვალ გაიმართება მომდევნო საპროტესტო მწვავე აქცია თბილისში, აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი. 14:00 საათზე, შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და მესამე ლოკაციაა “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი კახეთის გზატკეცილზე.
ევროკავშირის დროშებით, საქართველოს დროშებით, სიგნალებით, ხმამაღლა გავაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს და მის არაადამიანურ სახეს”, – განაცხადა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.










