“მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებლს და ვენერალურ დირექტორს ნიკა გავარამიას, სავარაუდოდ,
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავს დაესხა.
იგი დაცვამ მოიგერია, თუმცა მან შეძლო ნიკა გვარამიასათვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება.
მოგვიანებით, მამაკაცი მანდატურის სამსახურის თანამშრომელებმა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებები გვარამიას ცხვირისა და თვალის არეში აღენიშნება.
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, სადაც გვარამია რურუას ინტერესებს იცავს.
ამასთან, სასამართლოს ეზოში სამოქალაქო სექტორი აქციას მართვს.