LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნიგერიელი მეფე თბილისის მერად და იბოს ქართველი დედოფალი – ვინ არის არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ

ნიგერიელი მეფე თბილისის მერად და იბოს ქართველი დედოფალი – ვინ არის არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ

დაპოსტა 2021/08/26-ში
A A
294
ნახვა
გაზიარება

იბოს მეფე არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ  თბილის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია. საქართველოში მცხოვრები ნიგერიელის კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა “ჩვენი გაერთიანებული საქართველო” წარადგინა. ოგბუნუჯუ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. მას ქართველი მეუღლე ჰყავს, რომელიც ნიგერიის დედოფალია.

SONY DSC

რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუსთან ინტერვიუს “თბილისელებმა” რამდენიმე წლის წინ ჩაწერა. 

არინზე-რიჩარდ ოგბუნუჯუ: საქართველო სად იყო საერთოდ არ ვიცოდი. 1996 წელს, თურქეთში გახლდით და მეგობარმა მითხრა, აქვე არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ლამაზია და კარგი ხალხი ცხოვრობსო. გადავწყვიტე, ჩემი თვალით მენახა და ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, თავიდან, ვერ მოვიხიბლე და არ მომეწონა. შემოდგომის ბოლო ოყო და ხეებზე ერთი ფოთოლოც კი არ იყო შემორჩენილი. მე კი, აფრიკაში, ისეთი ბუნება მაქვს ნანახი, ვიფიქრე, ეს სად მოვხვდი, ამას აქებდნენ-მეთქი? (იცინის) აი, ხალხი რომ გავიცანი და გაზაფხულდა, ძალიან მომეწონა საქართველო და ვთქვი, აქ ვიცხოვრებ-მეთქი. მაშინ, ენაც არ მესმოდა, ახლა კი ქართულად კარგად ვლაპარაკობ. ვხუმრობ ხოლმე, ტურისტად ჩამოვედი და 20 წელი დავრჩი, ძალიან გამიგრძელდა ტურისტული ვიზიტი მეთქი (იცინის). ჩვენს ხალხს უყვარს ვაჭრობა და ბიზნესი ბევრ ქვეყანაში აქვთ. მეც, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაქვს ბიზნესი. თუმცა, საქართველოს და ნიგერიის გარდა, ვერსად ვიცხოვრებ. სადაც მშვიდად ვგრძნობ თავს, იქ მირჩევნია ცხოვრება. ძალიან მიყვარს ქართული ღვინო და მწვადი. აფრიკაში კი ჩემი ბუნება და ჰაერი მენატრება ხშირად.

– პირად საუბარში მითხარით, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს ძალიან გვანან და ამიტომაც გადავწყვიტე, აქ დარჩენა და ცხოვრებაო. მაინც, რა გვაქვს საერთო?

– ძალიან ბევრი რამ გვაქვს აფრიკელებს და ქართველებს საერთო. მაგალითად, მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა, გვერდით დგომა და ყანწი (იცინის). მოკლედ, ტრადიციებით ძალიან ვგავართ. ყანწით რომ შემომთავაზეს ღვინის დალევა საქართველოში, თავი აფრიკაში მეგონა. ჩვენთან ღვინოს მხოლოდ ცხოველის რქისგან მივირთმევთ. მეც, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიყვარულს და მეგობრობას ძალიან აფასებენ. ქართველებისგანაც იგივე ვიგრძენი და ამიტომაც არის, ამდენი ხანი რომ დავრჩი. აქ ოჯახი მყავს – ცოლი, ხათუნა და სამი შვილი. ჩემი შვილები აქ სწავლობენ და ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავთ. რასაკვირველია, მოვა დრო და დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში, მაგრამ ჯერ აქ ვცხოვრობთ და ბედს არ ვუჩივით. მე ნამდვილი სიყვარული საქართველოში აღმოვაჩინე, მის გვერდით ბედნიერად  ვცხოვრობ. ჩემს შვილებს უვლის, ოჯახს კარგად უძღვება და ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ თავის დროზე საქართველოში დავდგი ფეხი.

– ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის, იბოს მეფე ხართ. ხათუნა, თქვენი მეუღლე კი, დედოფლად აკურთხეს. როგორც ვიცი, მეფედ კურთხევის ცერემონია თბილისში მოხდა. ასე რატომ გადაწყვიტეთ?

– მე რომ მეფე ვარ, ეს ღმერთის ნებაა. ხოლო, რაც შეეხება მეფედ კურთხევას, აფრიკიდან იყვნენ, საკმაოდ პატივსაცემი ადამიანები, იბოს კუთხიდან ჩამოსულები და მთელი ტრადიციების დაცვით ჩატარდა ცერემონია ანუ ინაუგურაცია. ნიგერიაში ბევრი კუთხეა და ყველას თავისი მეფე ჰყავს, რომელიც განაგებს და ხალხიც მას ემორჩილება. ინაუგურაციაზეც იყვნენ ამ კუთხეების მეფეები ჩამოსულები. მე ქრისტიანი ვარ და ამის გამოც არ მიჭირს ქრისტიანულ მიწაზე ცხოვრება. სხვათა შორის, თბილისში ბევრი იბოელი ცხოვრობს და მათთან კავშირი მაქვს. მოდიან, მეკითხებიან, ვეხმარები. ვინც აქ არის აფრიკიდან ჩამოსული და სწავლობს, სამშობლოში რომ დაბრუნდებიან, მათი უმეტესობა, აქ მიღებული ცოდნით, აფრიკის ლიდერი გახდება. ამას ყველგან ხმამაღლა ვამბობ, რომ საქართველო ზრდის აფრიკის მომავალ ლიდერებს და ეს ფაქტია. მე, იბოს ტრადიციების და კულტურის მთავარი დამცველი ვარ. სასაცილო იცით რა არის? რომ მეკითხებიან, რამდენი წლის ხარო, ვპასუხობ, ორის-მეთქი და იცინიან. ჰგონიათ ვერ გავიგე კითხვა და შეცდომით ვუპასუხე. არადა, მართლა ორი წლის ვარ.

– ეს როგორ?

– ჩვენ, მეფეთ კურთხევის შემდგომ წლებს ვითვლით და რადგან ორი წელია, მეფეთ მაკურთხეს, გამოდის ორი წლის ვარ, აი, ასე! ჩემს კუთხეში არ შეიძლება ნათესავმა ნათესავი მოიყვანოს ცოლად, ლხინი, ჭირი, სტუმრის მიღება, ქეიფი, ზუსტად ისე ხდება როგორც თქვენთან, საქართველოში. ქართველი და აფრიკელი მამაკაცის ბუნებაც კი, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იდენტური ხასიათი გვაქვს.

– რაში გამოიხატება ეს იდენტურობა?

– იმაში, რომ მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის უფროსი, ევალება ცოლ-შვილის რჩენა, მზრუნველობა და მათი დაცვა. მამაკაცის სიტყვას დიდი ძალა აქვს. თუმცა, აფრიკელი მამაკაცი, ბაზარში და მაღაზიაში არ წავა. ცოლს მისცემს ფულს და მას გააგზავნის. აი, ეს განსხვავება არის მხოლოდ.

ხათუნა ოგბუნუჯუ: რიჩარდი წვეულებაზე გავიცანი და თავისი ქცევით მიიქცია ყურადღება. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მისი ცოლი გავხდებოდი. დღეს კი სამ შვილს ვზრდით და საკმაოდ კარგი და მზრუნველი ქმარია, საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ მეფის გვერდით ვცხოვრობ (იცინის). მართალია, რიჩარდი ნიგერიელია, მაგრამ ნამდვილი ქართული ხასიათი აქვს. მე და რიჩარდმა რომ გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება, ქორწილი არ გვქონია და ინაუგურაციაზე, დედოფალი რომ გავხდი, მერე მოვაწერეთ ხელი.

რიჩარდი: ბევრი ჩვენს ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ, დამიჯერეთ, ეროვნებას და კანის ფერს არ აქვს ურთიერთობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია, ადამიანობა. მე, საქართველოში მეფურად არ ვცხოვრობ, ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც სხვაა – ყოველდღიური პრობლემებით, სიხარულით და ტკივილით. ქართული ენაც თბილისის ქუჩებში ვისწავლე. „კარენოი” არა, თორემ ისე თბილისელი ვარ, ჩამოსული თბილისელი (იცინის).

ხათუნა: ყოველდღიურ ცხოვრებაში, რიჩარდს ჩვეულებრივი სამოსი აცვია და ვერავინ ხვდება, რომ მეფეა. არც უყვარს ამის აფიშირება. უნდა ნახოთ, მეზობლებთან როგორი ურთიერთობა აქვს – ნაღდი თბილისური. ძალიან თავმდაბალია, კარგი ქმარი და გადასარევი მამა. ვერ უარვყოფ, ქუჩაში ყურადღებას ვიპყრობთ.

რიჩარდი: ვფიქრობ, გარეგნობა მიწყობს ხელს, რომ ქართველი გოგონების ყურადღება მივიქციო (იცინის). თუმცა, ჩემი ოჯახი, ცოლი და ტრადიცია, ჩემთვის ყველაზე მთავარია. მე ვენდობი ცოლს და ის მე. ეს არის მთავარი ჩვენს ურთიერთობაში. სხვათა შორის, სულ პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, ქუჩაში ვიდექი და ქართველი, ძველი ბიჭები ამიშარდნენ. პოლიციამ, რადგან უცხოელი ვიყავი, მე მომკიდა ხელი და განყოფილებაში წამიყვანა. მაშინ, მომღერალ თიკა ჯამბურიას მამა იყო იმ უბნის პოლიციის უფროსი. რომ გაერკვა სიტუაციაში და მიხვდა, არ ვიყავი დამნაშავე, გამომიშვა. თავის სახლშიც დამპატიჟა და ამ დღის მერე დავმეგობრდით. როგორც მამა, ისე მპატრონობდა. დღეს, მიმაჩნია, რომ ის ჩემი ქართველი მამაა და თიკა კი – ჩემი ნახევარდა. ყველგან ვამბობ, მე აფრიკელი ქართველი ვარ-მეთქი და ეს, მართლაც ასეა. მე ახლა ვაპირებ ჩემს ქვეყანაში წასვლას, იბოს კრება უნდა გაიმართოს და იქ, აუცილებლად უნდა ვიყო. ხათუნა კი ჯერ არ ყოფილა აფრიკაში. ელოდებიან იბოში ქართველ დედოფალს.

ხათუნა: ბავშვობაში აფრიკული ზღაპრების წიგნი მქონდა. იმას რომ ვკითხულობდი, თავი, პატარა, აფრიკელი პრონცესა მეგონა. გავიდა წლები და, რიჩარდის სახით, დიდი სიყვარული ვიპოვე. მან კი აფრიკული ზღაპრები, რეალურად ამიხდინა. ჩვენ, საქართველოში, აფრიკულ ზღაპარში ვცხოვრობთ.

tbiliselebi.ge

თეგები: არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ
გაზიარება118

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
მთავარი

ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...

დაწვრილებითDetails

სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. - ინფორმაციას გვერდი  "ამბები ქუთაისიდან" ავრცელებს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება...

დაწვრილებითDetails

“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა
მთავარი

სოფელ გორდში ქართული ნუგბარის საწარმოს „გორდულის“ მფლობელ გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.  „ფერმერის დღე 2026“-სთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აგროსექტორის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი ჯგუფურად სცემეს, დაამცირეს და ვიდეო გადაუღეს – დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ფაშისტური დაჯგუფების...

დაწვრილებითDetails

სეს საბავშვო ბაღებიდან აღებული 129 ნიმუშის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.  ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის...

დაწვრილებითDetails

შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო
მთავარი

მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია - ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა
მთავარი

ქალების აქცია-პერფომანსი გაიმართა  ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან - მოქალაქეებმა ადგილზე შპრიცები მიიტანეს და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. "ბარიგებით სავსე საქართველო" - "ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს" - ეს წარწერები იყო გამოსახული...

დაწვრილებითDetails

ხვალ 80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება შეუწყდება

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით GWP...

დაწვრილებითDetails

რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

რუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ - ამის შესახებ  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის...

დაწვრილებითDetails

3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"