Covax პლატფორმაზე შეკვეთილი კორონავირუსის ვაქცინები ნიგერიაში, კენიასა და ანგოლაში შეიტანეს. მილიონობით დოზა უკვე აფრიკის ქვეყნებშია.
ვაქცინაცია უფრო სწრაფად მდიდად ქვეყნებში დაიწყო, თუმცა, WHO, კოვაქსი და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ, რომ 2021 წლის პირველ 100 დღეში ათეულობით დაბალი და საშუალო შემოსვალის ქვეყანას ვაქცინის პირველი დოზები მიაწოდონ.
სამშაბათს, კონტინენტის ყველაზე მაღალი პოპულაციის ქვეყანამ – ნიგერიამ თითქმის 4 მილიონი დოზა მიიღო, ანგილამ 600 000-ზე მეტი, ხოლო კენიაში “ასტრაზენეკას” 1 მილიონ დოზაზე მეტი.
აფრიკის ქვეყნებში პრობლემურია ვაქცინის ტრანსპორტიებაც, რადგან ღარიბ ქვეყნებს არ აქვთ აეროპორტები, შესაბამისად გადატანა სპეციალურად აღჭურვილი მანქანებით უნდა მოხდეს.
ნიგერიაში, რომელის მოსახლეობაც 200 მილიონს აჭარბებს მთავრობას სურს, რომ ორი წლის მანძილზე მოსახლეობის 70% აცრას. ვაქცინის შეზღუდული რაოდენობების გამო ის ქვეყანაში ეტაპობრივად შედის, უშუალოდ ვაქცინაცია კი პარასკევიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. ქვეყანამ ამ დრომდე არ იცის ზუსტი თარიღი, თუ როდის მივიღებთ ვაქცინას, შესაბამისად, უცნობია როდის დაიწყება ვაქცინაციის პროცესიც