აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დაადასტურა, რომ სომხეთს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
ნენსი პელოსის თქმით, ის სომხეთში შაბათს გაემგზავრება. ნენსი პელოსიმ უარი განაცხადა ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ეხება ადამიანის უფლებებსა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემას“, – აღნიშნა ნენსი პელოსიმ.










