პარლამენტის ყოფილი წევრი ენძელა მაჭავარიანი „ფეისბუქზე“ ვიდეოს აქვეყნებს.
კადრებში ჩანს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც კოლეგებთან ერთად მღერის.
„მჯერა, მალე დავამარცხებთ კორონას და ერთად შეკრების და ერთად სიმღერის დროც დადგება!
მანამდე, ბატონი ამირან გამყრელიძის და ჩვენი გმირი ექიმების ამ დიდებული, ძველი სიმღერით გავიხაროთ!
ყველაფერი კარგად იქნება!
როგორ მინდა, უნიღბო ცხოვრებას დაუბრუნდეს მსოფლიო…“, – წერს ენძელა მაჭავარიანი.